Friday, May 8, 2015

მეცხრე დღე

      ტრენინგის ბოლო დღეს დეტალურად განვიხილეთ  ჩვენი პროექტის პორტფოლიო, ყველაფერი ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე, ბატონ დათოს დახმარებით. იმედია ვინც ნახავს მოეწონება  ჩვენი ნამუშევრები.
     ასე  დამთავრდა ჩვენი  Inet-ის ტრენინგი, ცოტა არ იყოს გული მწყდება.

Wednesday, May 6, 2015

მერვე დღე

   დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და თითქმის მოვრჩით, გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია, მივამაგრეთ ფაილები. ყოველი დღე ძალიან საინტერესოა და ვიძენთ ბევრ ცოდნას. მადლობა ბატონ დათოს.

Friday, May 1, 2015

მეშვიდე დღე

     თანდათან ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, რაც ძალიან შრომატევადი და საინტერესოა. დღეს ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე. თითქმის დავამთავრეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებასაც. ყველა ვიღებთ რჩევებს ბატონ დათოსგან და შესაბამისად ვასრულებთ.

პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Wednesday, April 29, 2015

რეფლექსია მეექვსე დღე

          როგორც ყოველთვის დღესაც სწრაფად გავიდა დრო. სამუშაო ბევრია, დრო კი ცოტა.
       დღეს  განვიხილეთ შეფასების ფორმები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონებში. ვნახეთ ბევრი რესურსები. მოსამზადებელი გვაქვს შეფასების რუბრიკები.

Friday, April 24, 2015

რეფლექსია მეხუთე დღე

                დღევანდელი დღე ძლიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო,  დრო ისე სწრაფად  გავიდა ვერც ჩევამჩნიეთ. თანდათან ვსწავლობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ძალიან შრომატევადია და ბევრ მუშაობას მოითხოვს, მაგრამ ჩვენი ტრენერი გვეხმარება გვიადვილებს ყველაფერს.
               დღეს ვიმუშავეთ google driveში, პარალელურად ვავსებთ შაბლონს  და შეგვაქვს შესწორებები.
         

Wednesday, April 22, 2015

რეფლექსია მეოთხე დღე

        პროექტის მეოთხე დღე ძლიან საინტერესოდ წარიმართა და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიც იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.              ასევე ვიმუშავეთ google drive-ში და გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიო, რომელშიც შევქმენით საქაღალდეები. რაც ძალიან საინტერესო იყო. გამეხარდა იმის გაგება რომ ეს არის უფასო სივრცე,დისკი ინტერნეტში, სადაც შეიძლება შეინახო ინფორმაცია და არის დაცული.
      რათქმაუნდა მივიღეთ დავალება ტრენერისგან შევავსოთ შაბლონები გარკვეულ ეტაპამდე.